Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკომ უპასუხა მუსტაფა ჯემილევს


უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო გამოეხმაურა ყირიმელ თათართა ლიდერ მუსტაფა ჯემილევისშიმშილობის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას. სავჩენკოს პასუხი გამოქვეყნდა ყირიმელ თათართა საქმეებში უკრაინის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის საიტზე: „პატივცემულო მუსტაფა, თავის დროზე თქვენ ჩაიდინეთ გმირობა თქვენი ხალხისთვის, როცა ციხეში 303 დღე იშიმშილეთ! თქვენი ეს საქციელი რომ არა, შეიძლება, თქვენს ხალხს ვერასდროს მოეხერხებინა თავის მიწაზე დაბრუნება... მე მაქვს ღირსეული მაგალითი - ეს თქვენ ხართ! ჯერ არც ისე დიდი ხანია რაც ვშიმშილობ, მაგრამ გავუძლებ იმდენს, რამდენ ხანსაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩემს ხალხსაც ჰქონდეს უკრაინის მიწაზე უკრაინელად ყოფნის უფლება, რომ იცხოვრონ სიმართლით, პატიოსნად და სინდისიერად, თვითონ განაგონ თავიანთი ბედი!“, - წერს ნადეჟდა სავჩენკო.

XS
SM
MD
LG