Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯიჰადისტი ჯონი" ამოცნობილია


მედიის ინფორმაციით, ბრიტანული აქცენტის მქონე ნიღბიანი კაცი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებშია, ამოცნობილია. „ბი-ბი-სის“ 26 თებერვლის ინფორმაციით, ექსტრემისტი სახელად „ჯიჰადისტი ჯონი“ არის მუჰამედ ემვაზი, კუვეიტში დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ლონდონის დასავლეთში ცხოვრობდა და ის შენიშნული ჰყავს ბრიტანეთის უშიშროების სამსახურს. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ემვაზი არის ბრიტანელი, შეძლებული ოჯახიდან, რომელმაც დაამთავრა კოლეჯი კომპიუტერული პროგრამირების განხრით. გავრცელებული ინფორმაციით, ემვაზი სირიაში წავიდა 2012 წელს და შეუერთდა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების დაჯგუფებას. პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებზე ჩანს, რომ ემვაზიმ თავი მოკვეთა სამ ამერიკელსა და ორ ბრიტანელს.

XS
SM
MD
LG