Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის გუნდი არ გაიმეორებს ძველ შეცდომებს


ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის გუნდი არავითარ შემთხვევაში არ გაიმეორებს იგივე შეცდომებს, რაც ქვეყანამ არაერთხელ დაუშვა. გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ ახლა არ არის გადაბრალების, განტევების ვაცის ძებნის დრო და ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე თავდასხმის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ახლა არის სწრაფი, ეფექტური ნაბიჯების გამოძებნისა და განხორციელების დრო, რომლის მიზანიც სავალუტო შემოდინებების გაზრდა უნდა იყოს იმ წყაროებიდან, რომელზეც გავლენა აქვთ. რაც შეეხება უშუალოდ ლარის გაუფასურების მიზეზებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით.

XS
SM
MD
LG