Accessibility links

logo-print

ერგნეთში განიხილავენ ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებს


დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ, 52-ე შეხვედრაზე 21 იანვრიდან 28 თებერვლამდე მომხდარ ინციდენტები განიხილება. ქართული მხარე ასევე დასვამს ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები იმ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებენ. შეხვედრაზე დაგეგმილია ასევე გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხების განხილვა.

XS
SM
MD
LG