Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


რუმინეთისა და საქართველოს მთავრობების წარმომადგენლების გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება დღეს რუმინეთში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რუმინელი კოლეგა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. მოგვიანებით მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში პრემიერთან ერთად არიან საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

XS
SM
MD
LG