Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თი-ბი-სი“ ბანკი შეღავათებს სთავაზობს დაზარალებულ მომხმარებლებს


ლარის გაუფასურების გამო დაზარალებულ მოქალაქეებს „თი-ბი-სი“ ბანკი შეღავათებს სთავაზობს. ბანკი აპირებს თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად განიხილოს და პირობები მათ საჭიროებებს მოარგოს. შეღავათი კი გულისხმობს სესხის ვადის გაზრდას, ისე რომ მსესხებელს ის ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეუნარჩუნდეს, რაც ლარის გაუფასურებამდე ჰქონდა, კურსით - 1,75. „თი-ბი-სის“ შეღავათები შეეხება მომხმარებლებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში, შემოსავალი კი ლარში აქვთ. ასევე იმ მომხმარებლებს, რომელთაც სესხიც და შემოსავალიც ლარში აქვთ, მაგრამ ლარის გაუფასურების შედეგად, სხვადასხვა მიზეზით შემოსავალი შეუმცირდათ. მომხმარებლის მდგომარობიდან გამომდინარე, სესხის გახანგრძლივება შეიძლება მოხდეს ორგვარად: სესხი დარჩეს იმავე ვალუტაში, რაშიც იყო - ამ შემთხვევაში სესხზე საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება და მეორე, მოხდეს სესხის გადატანა დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში - ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი აიწევა ლარში არსებული სესხების მინიმალურ განაკვეთამდე.

XS
SM
MD
LG