Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ 15 მილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს ბუნებრივი აირისათვის


უკრაინის ენერგოკომპანია „ნავთობგაზი“ აცხადებს, რომ 27 თებერვალს წინასწარი გადახდის სახით 15 მილიონი დოლარი გადაურიცხა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს, რაც საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რათა უკრაინა ერთი დღის განმავლობაში მომარაგდეს ბუნებრივი აირით. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე ახალი შეთანხმების შესამუშავებლად რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრები 2 მარტს ბრიუსელში შეხვდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებს. 26 თებერვალს „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა უკრაინას, თუ კიევი თებერვლის ბოლომდე წინასწარ არ გადაიხდის მის მიერ მოხმარებული ბუნებრივის აირის მთლიან საფასურს.

XS
SM
MD
LG