Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის ოპოზიცია და მედია პრემიერ-მინისტრს ფარულ მოსმენებში ადანაშაულებს


სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და ფარული მოსმენების გამო, მაკედონიის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია სარჩელს შეიტანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის წინააღმდეგ. აღნიშნულ განცხადებას წინ უსწრებდა მაკედონიის ჟურნალისტთა ასოციაციის მიმართვა, რომელშიც გრუევსკის გადადგომისაკენ მოუწოდეს. მაკედონიის ოპოზიციური პარტიები და მედია მთავრობას დაახლოებით 20 ათასი ადამიანის, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების სატელეფონო მოსმენაში ადანაშაულებს. იანვრის ბოლოს ხელისუფლებამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ზორან ზაევს ჯაშუშობისა და ხელისუფლების შანტაჟისათვის წაუყენა ბრალი. ზაევს ამჟამად აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება, ხოლო მისი პარტია ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას.

XS
SM
MD
LG