Accessibility links

უკრაინა აღმოსავლეთში სამი ჯარისკაცის დაღუპვას იტყობინება


კიევი აცხადებს, რომ ორდღიანი სიმშვიდის შემდეგ აღმოსავლეთ რეგიონში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების იერიშების შედეგად სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში. უკრაინის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ბრძოლები პარასკევსაც გრძელებოდა დონეცკის აეროპორტის მახლობლად მდებარე სოფლებში. მინსკში უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ლიდერებს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტების მხრიდან იერიშების განახლებას ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ვარაუდობდა. ამასთან დაპირისპირებული მხარეები აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონიდან კვლავ გრძელდება მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გატანა.

XS
SM
MD
LG