Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში უკრაინაში სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი 8 მოქალაქე დააკავეს


ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის 7 რეგიონში განხორციელებული რეიდების შედეგად დააკავა 8 მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეზე ბრძოლაში არიან ეჭვმიტანილნი. საგამოძიებო უწყების წყაროებთან დაახლოებული ესპანური მედია იუწყება, რომ ბრალდებები მოიცავს საბრძოლო იარაღის ტარებას, მასობრივ მკვლელობაში თანამონაწილეობას და უკრაინის კონფლიქტში ესპანეთის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მოთხოვნათა დარღვევას.

XS
SM
MD
LG