Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


საქართველო დღეს ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მინდა, ვუსურვო პრემიერ ღარიბაშვილს, იყოს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერს ანალოგიურ შეთანხმებას ნატო-სთან, - ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია. შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონული საფრთხეები. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა და რუმინეთს ამ მიმართულებით მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

XS
SM
MD
LG