Accessibility links

logo-print

კრემლის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროსთან


კრემლის მხარდამჭერმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროებთან. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: „ტყუილის ორცხობილები“ და „ორცხობილები უცხოეთის ჯაშუშებისთვის“. ამით ისინი მიანიშნებდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ვიქტორია ნულანდის ვიზიტზე უკრაინაში, სადაც მან მაიდანზე შეკრებილ აქტივისტებს ორცხობილები დაურიგა. დემონსტრანტების თქმით, ერთი წლის წინ უკრაინაში გამართული საპროტესტო აქციების უკან აშშ-ის მთავრობა იდგა. ​

XS
SM
MD
LG