Accessibility links

logo-print

ექსპერტიზამ რაჰათ ალიევის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერება იპოვა


ავსტრიის პროკურატურის თანახმად, ციხეში გარდაცვლილი რაჰათ ალიევის სისხლის სინჯებში მიაკვლიეს ნარკოტიკულ ნივთიერებას, ბარბიტურატს. 52 წლის ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილი სიძე, 24 თებერვალს, ვენის ციხის საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბარბიტურატები ავსტრიაში თითქმის მთლიანად არის აკრძალული და, ამდენად, ძნელი სავარაუდოა, რომ ციხის ექიმს პატიმრისთვის ასეთი წამალი გამოეწერა. პროკურორების თქმით, ალიევის გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული ზუსტი და საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ალიევი ავსტრიის საპატიმროში იყო შარშანდელი ივნისის შემდეგ. ყაზახეთში მას ბრალად ედებოდა ორი ბანკირის მოკვლა 2007 წელს. ყაზახეთმა არაერთხელ ითხოვა მისი ექსტრადიცია.

XS
SM
MD
LG