Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატი აშშ-ის პოზიციას „დესტრუქციულს“ უწოდებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა აშშ-ს ბრალად დასდო, რომ ორმხრივ ურთიერთობაში დესტრუქციული პოზიცია აქვს. მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა მოსკოვში 27 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ „დაარღვია“ „დიპლომატიური ეთიკა“, როცა განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები მის წინაშე ტყუოდნენ, როცა უარყოფდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის მოსკოვის მხარდაჭერას. რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონს არ აქვს საკმარისი მორალური უფლება, ასეთი შეფასებების გაკეთებისთვის. უკრაინა, ნატო და აშშ, ასევე სხვა დასავლური ქვეყნები, რუსეთს ადანაშაულებენ მეამბოხეთათვის იარაღის მიწოდებასა და ჯარით დახმარებაში. რიაბკოვმა გაიმეორა, რომ კრემლი უარყოფს ამგვარ ბრალდებას. რიაბკოვმა ისიც თქვა, რომთუ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ რუსეთი მიმართავს მტკივნეულ კონტრნაბიჯებს. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი არ უკეთებს რეკლამას იმ ზომებს, რომელსაც ის მიმართავს აშშ-ის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG