Accessibility links

logo-print

ნემცოვის მკვლელობას გმობენ რუსეთში და საზღვარგარეთ


რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობა დაგმეს რუსეთის პოლიტიკოსებმა, მსოფლიოს ლიდერებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ერთხმად გამოდიან მკვლელების სწრაფად დაპატიმრების და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მოწოდებით. რუსეთში მკვლელობა დაგმეს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის წარმომადგენლებმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩათვლით. მისი პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი ამბობს, რომ ეს „სასტიკი მკვლელობა“ ატარებს „საკონტრაქტო მკვლელობის ყველა ნიშანს და მას პროვოკაციას უწოდებს. როგორც ვარაუდობენ, ამ სიტყვის ქვეშ იგულისხმება ის, რომ ნემცოვი მთავრობის რეპუტაციის შელახვის მიზნით მოკლეს. პესკოვის განცხადების პასუხად, ჭადრაკში ყოფილმა ჩემპიონმა და ასევე ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა „ტვიტერით“ გაავრცელა შეტყობინება: „მოკლეს [ჟურნალისტი ანა] პოლიტკოვსკაია, ციდან ჩამოაგდეს [მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი] თვითმფრინავი. ახლა უკვე ბორისია მოკლული. და როგორც ყოველთვის, კრემლი დაადანაშაულებს ოპოზიციას, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს, ან ვინმე სხვას.“

XS
SM
MD
LG