Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: უკრაინა ომისა და მშვიდობის გზაჯვარედინზეა


ეუთოს წარმომადგენელი გამოდის გაფრთხილებით, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა კონფლიქტის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია მოხდეს, მიუხედავად იმედისმომცემი ნიშნებისა, რომ მთავრობის ძალებს და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ზავი მოქმედებს. ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა, ჰეიდი ტალიავინიმ 27 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს უთხრა, როგორც ჩანს, უკრაინასთან დაკავშირებით ომისა და მშვიდობის „გზაჯვარედინზე“ ვართო. მისი თქმით, ბრძოლის ინტენსივობა იკლებს, პატიმრების გათავისუფლება შედგა და დაიწყო მძიმე შეიარაღების გატანის პროცესი, მაგრამ ვითარება არასტაბილური და მღელვარე რჩება. უკრაინაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ერთუგრულ აპაკანმა გაავრცელა ცნობა სროლის შესახებ დონეცკის აეროპორტთან და სამხრეთაღმოსავლეთის ქალაქ მარიუპოლთან. ეს საბჭოს პირველი სხდომა იყო მას შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა მინსკში 12 თებერვალს მიღწეულ საზავო შეთანხმებას. უკრაინის სამხედრო უწყებამ 27 თებერვალს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა ორი და დაიჭრა შვიდი სამხედრო - მას შემდეგ, რაც მანამდე ორი დღის განმავლობაში მსხვერპლი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG