Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გამომძიებლები ნემცოვის მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის ცნობით, გამომძიებლები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მოტივის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნემცოვი „მსხვერპლად" შესწირეს: "დღევანდელი ვითარებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს. უპირველეს ყოვლისა ვერსიას, რომ ეს მკვლელობა შესაძლოა ყოფილიყო პროვოკაცია, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. ნემცოვი შესაძლოა თავისებური საკრალური მსხვერპლი გახდა იმ ძალებისთვის, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არც ერთ მეთოდს არ არიდებენ თავს." ამასთან, მარკინის თქმით, გამომძიებლები ასევე განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ის ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოკლეს, რადგან ნემცოვმა მხარი დაუჭირა საფრანგეთში გამომავალ სატირულ ჟურნალს, შარლი ებდოს, მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში ჟურნალის რედაქციაზე ტერორისტებმა მიიტანეს იერიში. მარკინი აცხადებს, რომ ნემცოვს ამის შემდეგ ემუქრებოდნენ. ამასთან, მარკინის თქმით, მკვლელობა, შესაძლოა, უკრაინის კონფლიქტთან იყოს დაკავშირებული. მან დასძინა, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა ნემცოვის ბიზნეს-საქმიანობაც გამხდარიყო, ან მის მიმართ ვინმეს პირადი მტრობა. მარკინის თქმით, მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა - მათ შორის ქალის, რომელიც მკვლელობის მომენტში ოპოზიციის ლიდერთან ერთად იყო.

XS
SM
MD
LG