Accessibility links

logo-print

ავღანეთში სიკვდილით დასაჯეს მაფიის ბოსი


ავღანეთში 28 თებერვალს ჩამოხრჩობის გზით სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელსაც უწოდებდნენ ავღანეთის მაფიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბოსს. რაის ხოდაიდადი, რომელსაც რაის საიუდულას სახელითაც იცნობდნენ, სექტემბერში დააპატიმრეს და დამნაშავედ სცნეს ადამიანების გატაცების, მკვლელობის, ფულის გამოძალვის და ძარცვის საქმეებში. მას ქაბულის სასამართლომ გასულ თვეში მიუსაჯა სიკვდილი. ის ქაბულის ციხეში ჩამოახრჩეს. ეს ადამიანის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ავღანეთში ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში.

XS
SM
MD
LG