Accessibility links

logo-print

გერმანიის ქალაქი ბრემენი ექსტრემიზმის საფრთხეზე იუწყება


გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბრემენის პოლიციამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ არსებობს ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან თავდასხმის სერიოზული საფრთხე. პოლიციის მიერ 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ფედერალური უწყებისგან მიიღო ინფორმაცია პოტენციურად საშიშ ისლამისტ ექსტრემისტების შესახებ. საფრთხის შესახებ დეტალები დაკონკრეტებული არ არის. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრემენის პოლიცია ატარებს „უსაფრთხოების კოორდინირებულ და შესაბამის ზომებს.“

XS
SM
MD
LG