Accessibility links

ბორის ნემცოვის მკვლელობას გმობენ საქართველოს პოლიტიკოსები


საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაგმო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის „საზარელი მკვლელობა“. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა განცხადება - „შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს მიუსამძიმრა: "კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე" - ნათქვამია მის განცხადებაში. ნემცოვის მკვლელობა დაგმეს საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, დავით უსუფაშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

XS
SM
MD
LG