საქართველოს პარლამენტში კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის მიერ ინიცირებული რიგგარეშე სხდომა, რომელზეც იგეგმებოდა დებატები ეკონომიკურ საკითხებზე. სხდომაზე არ გამოცხადდა მმართველი კოალიციის დეპუტატების უმრავლესობა. ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტ მარგველაშვილს 24 თებერვალს მიმართა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით. სხდომაზე უნდა მისულიყო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და უნდა ემსჯელათ „კრიზისული“ ვითარებიდან გამოსვლის გზებზე.
ყველაზე პოპულარული
1