Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ენმ 21 მარტს აქციას გამართავს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ 21 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართავს საპროტესტო აქციას, რომელზეც მოითხოვს საქართველოს მთავრობის გადადგომას. ამის თაობაზე საპარლამენტო ფრაქციის სახელით ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გააკეთა განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ - მას შემდეგ, რაც უმრავლესობის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ეკონომიკის პრობლემებზე უნდა ემსჯელათ. „საქართველოს მთავრობა, როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა ამ სხდომაზე“ - განაცხადა ჯაფარიძემ, რომელმაც დასძინა, რომ მთავრობა არის „უნიათო და არაფრის მაქნისი“ და მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG