Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები უტევენ ერაყის ქალაქ სამარას


„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დაიწყეს შეტევა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სამარაზე, სადაც ბოლო ხანებში პოზიციებს ამაგრებდნენ უსაფრთხოების ძალები და შიიტთა გასამხედროებული დაჯგუფებები, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იერიშის მიზნით. 28 თებერვალს დილით ადრე სამარის ჩრდილოეთ ნაწილში მანქანაში თავი აიფეთქეს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა, კიდევ ერთი მანქანა აფეთქდა ქალაქის სამხრეთ უბანში. დაახლოებით იმავე დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ქალაქის დასავლეთში შეუტიეს უსაფრთხოების ძალებს. სამარის გარშემო თავმოყრილია ათასობით შიიტი მებრძოლი, რომლებიც აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას იერიშში ისლამური სახელმწიფოს მიერ დაკავებული პოზიციების წინააღმდეგ. ადგილობრივი ექიმების ცნობით, შიიტ მებრძოლთაგან მოკლულია სულ მცირე სამი და დაიჭრა ექვსი პირი. ასეთ ფონზე, ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა ბაღდადიდან დაახლოებით 70 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ბალად რუზის ბაზარში, რასაც სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიჭრა სულ მცირე 30 პირი.

XS
SM
MD
LG