Accessibility links

logo-print

რუსეთის ოპოზიცია ატარებს სამგლოვიარო აქციას ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად


მოსკოვში ოპოზიციის ათასობით მომხრე იკრიბება კრემლის მოკლული კრიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ხიდთან, რომელზეც ოპოზიციონერს და ყოფილ ვიცე-პრემიერს 27 თებერვლის საღამოს ესროლეს, ათასობით მოქალაქეს ყვავილები მიაქვს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მკვლელობას „პროვოკაცია“ უწოდა და ნემცოვის დედას დაპირდა, რომ მკვლელებს იპოვნიან და დასჯიან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ მუშაობს მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე - მათ შორის შესაძლებლობაზე, რომ ნემცოვი რადიკალმა ისლამისტებმა მოკლეს და ვერსიაზე, რომ მისი მკვლელობა იყო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი პროვოკაცია. ნემცოვი ინტერვიუში ამბობდა, რომ პუტინს შესაძლოა მისი სიკვდილის სურვილი ჰქონოდა იმ კრიტიკის გამო, რომლითაც ნემცოვი გამოდიოდა უკრაინის სეპარატისტულ კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის თაობაზე. ნემცოვის მომხრეები თვლიან, რომ მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა პუტინის მთავრობას აკისრია.

XS
SM
MD
LG