Accessibility links

logo-print

ესტონეთის არჩევნებზე მეტოქეები არიან ნატოს მომხრე კოალიცია და კრემლის მომხრე ოპოზიცია


ესტონეთის მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო არჩევნებში. კენჭისყრა მკაფიოდ წარმოაჩენს განსხვავებებს ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ, მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციასა და კრემლის მომხრე ოპოზიციურ პარტიას შორის, რომლის მხარდამჭერებს ძირითადად ეთნიკური რუსები შეადგენენ. გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი შესძლებს ხელისუფლებაში დარჩენას - მის ცენტრისტულ, რეფორმისტთა პარტიას 26 პროცენტი უჭერს მხარს, კრემლის მომხრე ესტონეთის ცენტრის პარტია კი 22.ანალიტიკოსების თქმით, ოპოზიციურ, ცენტრის პარტიას სირთულეები ექნება პოტენციური კოალიციური პარტნიორების მოძებნის პროცესშიც, მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერმა, ტალინის მერმა ედგარ სავისაარმა შარშან მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსირებას. გამოკითხვების თანახმად, სოციალ-დემოკრატები ხმების დაახლოებით 19 პროცენტს მოიპოვებენ, კონსერვატორები - 16-ს. 101 ადგილიან პარლამენტში მოხვედრისთვის 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას კიდევ ხუთი, შედარებით მომცრო პარტია ცდილობს.

XS
SM
MD
LG