Accessibility links

logo-print

გაათავისუფლეს მოსკოვში დაკავებული უკრაინის რადის დეპუტატი


ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის დროს დაკავებული უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო გათავისუფლებულია. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ "ფეისბუქში" დაწერა, რომ გონჩარენკო მოსკოვში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება. „ახლახან ვესაუბრე ტელეფონით. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობსო", - დაწერა პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG