Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


ტაჯიკეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა 1 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ამ კენჭისყრას მრავალი დარღვევის გამო აკრიტიკებენ, მას „ფარსად“ მიიჩნევს კომუნისტური პარტიის ლიდერი. პირველად მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, "ისლამური აღორძინების პარტიამ" და კომუნისტურმა პარტიამ ვერ გადალახეს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ზღვარი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების შედეგად ტაჯიკეთის სახალხო დემოკრატიულ პარტიას ერგო ხმების 65,2%. ამ პარტიას პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი ხელმძღვანელობს. ჩვენი რადიოს ტაჯიკურმა სამსახურმა არჩევნების დღეს მომხდარი მრავალი დარღვევა აღრიცხა. დარღვევებს შორის არის ერთი ადამიანის მიერ ოჯახის წევრების საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების ნაკლებობა და შემთხვევები, როცა ადგილზე მყოფი მოხალისეები ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ, ვისთვის მიეცათ ხმა.

XS
SM
MD
LG