Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში 6000-ს გადააჭარბა კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 6000-ს გადააჭარბა შარშან აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულების რიცხვმა. 2 მარტს გაკეთებული განცხადებით, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა დაგმო „სამოქალაქო პირების სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურის დაუნდობლად განადგურება" მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ომში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში. მოსკოვი უარყოფს კონფლიქტთან კავშირს, მაგრამ გაეროს განცხადებით, "დამაჯერებელი ცნობები" მიუთითებს დეკემბრის შემდეგ რუსეთიდან უკრაინაში მძიმე შეიარაღებისა და უცხოელი მეომრების განუწყვეტელ შესვლაზე. ამასობაში, უკრაინაში ძალადობის შემცირება და დაპირისპირირებული მხარეების მიერ ფრონტის ხაზიდან მძიმე იარაღის გასატანად გადაგმული ნაბიჯები ზრდის იმედს, რომ იმოქმედებს ორი კვირის წინ ხელმოწერილი ზავი. თუმცა, უკრაინელი სამხედროები მეამბოხეებს ადანაშაულებენ ზავის გამოყენებაში საიმისოდ, რომ გადაჯგუფება მოახერხონ და მთავრობის ჯარებზე ახალი იერიშებისთვის მოემზადონ.

XS
SM
MD
LG