Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი ითხოვს ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას


რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლოს მიმართა თხოვნით, მისცეს 3 მარტს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 27 თებერვლის ღამეს მოკლეს მოსკოვის ცენტრში. კორუფციასთან ბძროლის ფონდის დირექტორმა რომან რუბანოვმა „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ ნავალნის თხოვნა უკვე გადაეცა სასამართლოს თავმჯდომარეს. ინფორმაციას ადასტურებს ნავალნის ადვოკატიც. ალექსეი ნავალნი ამჟამად იხდის 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას მიტინგის ჩატარების წესის დარღვევაში ბრალდების საფუძველზე. შარშან მას 3,5-წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს თაღლითობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG