Accessibility links

logo-print

ერაყის ჯარებმა დაიწყეს ოპერაცია ქალაქ თიქრითზე კონტროლის აღსადგენად


ერაყის ჯარებმა დაიწყეს ოპერაცია ექსტრემისტების გაერთიანება ისლამური სახელმწიფოსაგან ქალაქ თიქრითის და სხვა დასახლებების დასაპყრობად. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სამხედრო ძალები იერიშებს ახორციელებენ ექსტრემისტების პოზიციებზე ბაღდადის ჩრდილოეთით, 130-მდე კილომეტრში მდებარე თიქრითში, რომელიც ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქია. ამავე წყაროს ცნობით, ჯარისკაცებს მხარდაჭერას უწევენ შიიტი და სუნიტი არაბი მებრძოლები, ისევე როგორც სამხედრო თვითმფრინავები და არტილერია. ცნობების თანახმად, ოპერაციაში მონაწილეობს 30 ათასამდე ჯარისკაცი და მათი მოკავშირე მებრძოლი. ოპერაცია მიეკუთვნება ძალისხმევას, რომლის მიზანიც არის ისლამური სახელმწიფოს წევრების განდევნა უმეტესწილად სუნიტებით დასახლებული სალაჰუდინის პროვინციიდან.

XS
SM
MD
LG