Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბერუჩაშვილი ჟენევაში სიტყვით გამოვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიაზე


ჟენევაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიაში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს. სამინისტროს ცნობით, თამარ ბერუჩაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო მოქმედებებზე. გაეროს ადამიანის უფლებათა სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 3 მარტს სიტყვით გამოვა განიარაღების კონფერენციის 2015 წლის სხდომაზეც. ჟენევაში ვიზიტისას თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელებს და რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს.

XS
SM
MD
LG