Accessibility links

logo-print

ალექსეი ნავალნის არ აძლევენ ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას


მოსკოვში სასამართლომ უარი უთხრა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თხოვნაზე, მიეცა მისთვის ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი პარასკევს ღამით მოკლეს მოსკოვის ცენტრში. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი, რომან რუბანოვი „ტვიტერში“ წერს, რომ სასამართლოს შეფასებით, ნავალნი საკმარისად ახლოს არ იყო მკვლელობის მსხვერპლთან. ალექსეი ნავალნი ამჟამად იხდის 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას მიტინგის ჩატარების წესის დარღვევაში ბრალდების საფუძველზე. შარშან მას 3,5 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს თაღლითობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG