Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმე აცხადებს, რომ მკვლელი არ დაუნახავს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმე, უკრაინელი ანა დურიცკაია აცხადებს, რომ არ დაუნახავს მკვლელი, რადგან ის უკნიდან მიუახლოვდა დურიცკაიასა და ნემცოვს. „არ დამინახავს ეს ადამიანი. რომ მოვტრიალდი, დავინახე მხოლოდ ავტომანქანა, ღია ფერის, მაგრამ არ დამინახავს მიმავალი ავტომანქანის არც მარკა და არც ნომერი“, თქვა დურიცკაიამ 2 მარტს რუსეთის საინტერნეტო და ტელეარხ „დოჟდ“-თან ინტერვიუში. 23 წლის დურიცკაია აცხადებს ასევე, რომ მასთან ატარებენ „საგამოძიებო მოქმედებებს“ და არ აძლევენ რუსეთიდან გამგზავრების უფლებას მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნება სურს. ნემცოვი 27 თებერვალს, გვიან საღამოს მოკლეს, როცა დურიცკაიასთან ერთად მიდიოდა კრემლიდან რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებულ ხიდზე.

XS
SM
MD
LG