Accessibility links

logo-print

მოსკოვში 1 მარტს დაკავებული უკრაინელი დეპუტატი სამშობლოში დაბრუნდა


მოსკოვში 1 მარტს დაკავებული უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში. ადვოკატ მარკ ფეიგინის ცნობით, გონჩარეკნო გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მოხსნეს მისთვის წაყენებული ბრალდებები. უკრაინელი დეპუტატი დააკავეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის დაწყებამდე. ნემცოვი 27 თებერვალს, მოსკოვში მოკლეს. გონჩარეკო აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ ცემეს და ხუთი საათი ამყოფეს პოლიციის განყოფილებაში. თავდაპირველად ის დაიბარეს 2 მარტს სასამართლოში, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში ეჭვმიტანის საფუძველზე, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG