Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტმა ნადეჟდა სავჩენკოს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა


პეტრო პოროშენკომ გმირის წოდება მიანიჭა უკრაინელ მფრინავ ქალს ნადეჟდა სავჩენკოს, რომელსაც რუსეთის პროკურატურა ორი ჟურნალისტის მკვლელობაში სდებს ბრალს. „ნადეჟდა დაუმარცხებელი უკრაინული სულისა და გმირობის სიმბოლოა“, - განაცხადა პოროშენკომ. ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც ციხის საავადმყოფოში 80 დღის განმავლობაში განაგრძობს შიმშილობას, საავადმყოფოში რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ ფედოტოვმა მოინახულა. ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის უმაღლესი რადის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი 2014 წლის ივლისიდან იმყოფება რუსეთის პატიმრობაში. სავჩენკოს ბრალი ედება ორი რუსი ჟურნალისტის სიკვდილში. გამოძიების თანახმად მფრინავი ქალი ცეცხლის კორექტირებას ახდენდა.

XS
SM
MD
LG