Accessibility links

logo-print

ნეთანიაჰუ სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 3 მარტს სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომას. ნეთანიაჰუს გამოსვლის მთავარი სამიზნე ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებები და შესაძლო შეთანხმება იქნება. 2 მარტს ვაშინგტონში ისრაელის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება ისრაელის არსებობას შეუქმნის საფრთხეს. ამავე დროს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა არ არის კრიზისში და არის „მყარი, როგორც არასდროს“.

XS
SM
MD
LG