Accessibility links

ანგელა მერკელმა ბერლინში მიიწვია უკრაინის, რუსეთის და საფრანგეთის ლიდერები


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერები მიიწვია 6 მარტს ბერლინში უკრაინის კრიზისზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გასამართავად. გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზიბერტმა განაცხადა, რომ 2 მარტს სატელეფონო საუბრისას ოთხი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე მეთვალყურეობისას, მათ შორის - მძიმე სამხედრო ტექნიკის გატანაზე. ლიდერებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ დაუყოვნებლივ არის საჭიროა ტყვეების გაცვლა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა კონფლიქტის რეგიონში. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ მოსკოვმა და პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა უნდა შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იწვნევს „შედეგებს“, რომლებიც მეტ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.

XS
SM
MD
LG