Accessibility links

logo-print

დღეს მოსკოვში დაკრძალავენ ბორის ნემცოვს


დღეს მოსკოვში, ტროეკუროვოს სასაფლაოზე, დაკრძალავენ ბორის ნემცოვს. სამოქალაქო პანაშვიდი სახაროვის ცენტრში გაიმართება. ბორის ნემცოვი ბოლოს ოპოზიციური პარტია „პარნასის“ თანათავმჯდომარე და იაროსლავლის ოლქის დუმის დეპუტატი იყო. ნემცოვი 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე მოკლა უცნობმა პირმა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თვლის, რომ მკვლელობის მიზეზები შეიძლებოდა ყოფილიყო: პოლიტიკური პროვოკაცია, ექსტრემისტების შურისძიება, „უკრაინული კვალი“, პირადი სიძულვილი. ნემცოვის თანამებრძოლთა აზრით, ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.

XS
SM
MD
LG