Accessibility links

logo-print

ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარმა მოწმემ დატოვა რუსეთი


ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმე, უკრაინის მოქალაქე ანნა დურიცკაია მოსკოვიდან კიევში გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის „ინტერფაქსს“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ევგენი პერებიინისმა განუცხადა. მანამდე, ტელეარხ „დოჟდის“ ეთერში ანნა დურიცკაიამ, რომელიც მკვლელობის მომენტში ბორის ნემცოვის გვერდით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ის „საგამოძიებო მოქმედებებში“ ჩართეს და რუსეთიდან არ უშვებენ. დურიცკაიას თქმით, მას არ დაუნახავს იმ კაცის სახე, ვინც ნემცოვს ესროლა და არც იმ ავტომანქანის მარკა და ნომერი დაუმახსოვრებია, რომლითაც მკვლელი გაიქცა. დურიცკაიამ უაყრო ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობის ვერსია.

XS
SM
MD
LG