Accessibility links

logo-print

ბორის ნემცოვს მოსკოვში დაკრძალავენ


რუსეთის ოპოზიციის ლიდერს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე 27 თებერვალს მოკლულ ბორის ნემცოვს მოსკოვში დაკრძალავენ. ნემცოვს უკანასკნელ პატივს მიაგებენ მოქალაქეები, მისი ცხედარი სახაროვის ცენტრშია დასვენებული, დარბაზის კედლებზე მისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის ამსახველი ფოტოები კიდია. ნემცოვის მოღვაწეობა მოიცავდა პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების ყველა პერიოდს - 1990-იანი წლების მზარდი დემოკრატიიდან დღევანდელ დღემდე, როცა, კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში სულ უფრო მეტად ძლიერდება ოპონენტების დევნა.

XS
SM
MD
LG