Accessibility links

logo-print

ერაყის ძალები თიქრითში უტევენ „ისლამურ სახელმწიფოს“


ერაყის მთავრობის ძალებმა დაიწყეს ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ თიქრითის და ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე სხვა ადგილების გამოხსნას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან. სახელმწიფო ტელევიზიამ 2 მარტს გაავრცელა ცნობა, რომ სამხედროები თავს ესხმოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში, რომელიც ბაღდადიდან 130-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. განცხადების თანახმად, სამხედროებს ზურგს უმაგრებენ შიიტი და სუნიტი არაბი მებრძოლები, ისევე, როგორც ერაყის საარტილერიო და საჰაერო ძალები. არის ცნობები, რომ ქალაქის შემოგარენის ზოგიერთი ადგილიდან მოხერხდა ექსტრემისტების განდევნა - თუმცა ამ ცნობების დადასტურება არ ხერხდება. ვრცელდება უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ოპერაციაში მონაწილეობს 30,000-მდე სამხედრო. შეტევა ნაწილია კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების განდევნას ძირითადად სუნიტი არაბებით დასახლებული, სალაჰუდინის პროვინციიდან.

XS
SM
MD
LG