Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბუნებრივი აირის საფასური იურიდიული პირებისთვის ჯერჯერობით არ გაიზრდება


საქართველოში ბუნებრივი აირის საფასური იურიდიული პირებისთვის ჯერჯერობით არ გაიზრდება. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იურიდიული პირებისთვის ძალაში რჩება ტარიფი, რომელიც 1 მარტამდე მოქმედებდა. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ ტარიფის თაობაზე კონსულტაციებს განაგრძობს. ამერიკულ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის ვარდნის გამო აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ და „ყაზტრანსგაზი“ 1 მარტიდან გეგმავდნენ იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 15 თეთრით გაზრდას.

XS
SM
MD
LG