Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვს უკანასკნელი პატივი მიაგო ათასობით მოქალაქემ


ოპოზიციონერს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, ბორის ნემცოვს უკანასკნელ პატივს მიაგებს რუსეთის ათასობით მოქალაქე. ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე. მისი ცხედარი ესვენა სახაროვის ცენტრში. ხალხის რიგი შეწყვეტილი არ იყო მაშინაც, როცა ნემცოვის ცხედარი კატაფალკით წაიღეს ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე. ფართო ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ გამოსული და სკანდირებდნენ „რუსეთი თავისუფალი იქნებაო“. პარლამენტში დარჩენილი რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთმა, დმიტრი გუდკოვმა განაცხადა, „მე მას არ ვემშვიდობები, რადგან გმირები არ კვდებიანო“.სახაროვის ცენტში, დარბაზის კედლებზე ეკიდა ნემცოვის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის ამსახველი ფოტოები. ნემცოვის მოღვაწეობა მოიცავდა პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპს - 1990-იანი წლების მზარდი დემოკრატიიდან დღევანდელ დღემდე, როცა, კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში სულ უფრო მეტად ძლიერდება ოპონენტების დევნა.

XS
SM
MD
LG