Accessibility links

„ქალთა ასოციაცია“ უნივერსიტეტში, მალალა იუსაფზაი და ანა პოლიტკოვსკაია


დღევანდელი გადაცემა ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქალთა ასოციაციის“ გეგმებსა და ამ ორგანიზაციის დაარსების მიზნებს. ვილაპარაკებთ გამომცემლობათა გეგმებისა და ორი ქალი ავტორის შესახებ, რომელთაც თავიანთი საქმიანობა ქალთა და, ზოგადად, უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნეს - მალალა იუსაფზაისა და ანა პოლიტკოვსკაიაზე. ამ ავტორების წიგნები, - „მე ვარ მალალა“ და „პუტინის რუსეთი“, - რომლებიც საქართველოს რეგიონებს მოივლის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ და „ინტელექტმა“ გამოსცეს. სტუმრები: ხათუნა ჩუგოშვილი - თსუ-ს ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი; სალომე ბენიძე - ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ნინო ნადიბაიძე - „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პიარმენეჯერი; გვანცა ჯობავა - გამომცემლობა „არტანუჯი“ საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, მთარგმნელი. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG