Accessibility links

logo-print

ნეტანიაჰუ აშშ-ს აფრთხილებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანელი ოფიციალური პირების მხრიდან ბოლოხანს კეთილგანწყობის ჩვენების მიუხედავად, ირანის მთავრობა რჩება მტერი არამარტო ისრაელის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც და ვაშინგტონი ვერ მისცემს ირანს უფლებას, განავითაროს თავისი ბირთვული პროგრამა. ნეტანიაჰუს აზრით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ირანს არ დაავალდებულებს თავისი ბირთვული პროგრამის სრულად გაუქმებას, მომავალში უშედეგოდ არ ჩაივლის. ნეტანიაჰუ ასევე შეეხო კონფლიქტს ერაყში, სადაც ერთი მხრივ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, მეორე მხრივ კი ირანის ჯარები ეხმარებიან ერაყის მთავრობას ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ნეტანიაჰუს აზრით, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება მაშინ, როცა ირანს მიეცემა ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, ნიშნავს ბრძოლაში გამარჯვებას და ამავე დროს ომის წაგებას.

XS
SM
MD
LG