Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ თიქრითთან ინტენსიური ბრძოლებია


ერაყიდან იუწყებიან ქალაქ თიქრითის გარშემო ინტენსიური ბრძოლების შესახებ. 2 მარტს დაიწყო მთავრობის ჯარების სამხედრო ოპერაცია ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ თიქრითის (ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქის) დასაპყრობად. მობილიზებულია 30 000-კციანი სამხედრო ძალა ჯარისკაცების, შიიტი შეიარაღებული პირებისა და სუნიტი მებრძოლების ჩათვლით. ოპერაცია მიმდინარეობს ერაყის საჰაერო ძალების მხარდაჭერით. 3 მარტს ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა თიქრითის სამხრეთით მდებარე სოფელ ალ-დურთან. ბრძოლების შესახებ იუწყებიან ქალაქის ორი რაიონიდანაც. მაგრამ სამხედრო პირები აცხადებენ, რომ მთავრობის ჯარების წინსვლა შეანელეს სნაიპერებმა და გზის პირას ჩადებულმა ბომბებმა. სამხედრო ოპერაცია არის ნაწილი კამპანიისა, რომლის მიზანიც არის „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების განდევნა ერაყში უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ სალაჰუდინის პროვინციიდან.

XS
SM
MD
LG