Accessibility links

logo-print

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი


შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამისაღების ბრალდებით დააკავა საბურთალოს რაიონის გამგეობის უფროსი სპეციალისტი მიხეილ ქვირია. შსს მას ბრალს სდებს, რომ მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

XS
SM
MD
LG