Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 32 ადამიანი დაიღუპა დონეცკის მაღაროში აფეთქების შედეგად


უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანის ინფორმაციით, სულ ცოტა, 32 ადამიანი დაიღუპა დონეცკში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. დონეცკს რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ. როგორც გროისმანმა უთხრა უკრაინის პარლამენტის წევრებს, ტრაგედია მოხდა დღეს დილით, ზასიადკოს მაღაროში. მანამდე დონეცკში სეპარატისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სავარაუდოდ 73 ადამიანია ჩარჩენილი ქვანახშირის მაღაროში, მეთანის გაზის აფეთქების შემდეგ. სეპარატისტების წარმომადგენლის მონაცემებით, დაშავდა 14 მაღაროელი. ამავე წყაროს თანახმად, აფეთქება არ გამოუწვევია საარტილერიო იერიშს. დონეცკი ხშირად ხდება საარტილერიო ცეცხლის სამიზნე უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ. შარშანდელი აპრილის შემდეგ კონფლიქტმა 6 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG