Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერლის ინფორმაციით, უკრაინაში 12 000-მდე რუსი სამხედრო ჯარისკაცია


ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 12 ათასამდე რუსი სამხედრო პირი უწევს მხარდაჭერას მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს. ევროპაში შეერთებული შტატების ჯარების სარდლის, გენერალ ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის ინფორმაციით, რუს სამხედროებს შორის არიან სამხედრო მრჩევლები, ისევე როგორც ბრძოლებში მონაწილე ჯარისკაცები. ასევე ჰოჯესის ინფორმაციით, 29 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება ყირიმში, რომლის ანექსიაც მოსკოვმა შარშან მოახდინა. გენერალმა ჰოჯესმა 3 მარტს ბერლინში გამოაცხადა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაურთულებდა ვითარებას შინ, რუსეთში. როცა დედები ნახავენ, რომ შვილებს დაღუპულებს უბრუნებენ, როცა ყველაფერი გაძვირდება, შინ მხარდაჭერაც დაიწყებს შემცირებასო, აღნიშნა გენერალმა. რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ უკრაინაში სეპარატისტებს ეხმარება.

XS
SM
MD
LG