Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალი დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის და მისი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ახალი დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეთა მიერ სავარაუდოდ, ჩადენილ დანაშაულს, რომელმაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიაყენა. კერძოდ, დეპარტამენტი გამოიძიებს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებულ ფაქტებს, მათ შორის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ. დღევანდელ პრეზენტაციაზე მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სპეციალური დეპარტამენტის შექმნა განცხადებების სიმრავლემ და შინაარსობრივმა ერთგვაროვნებამ განაპირობა. გიორგი ბადაშვილის ინფორმაციით, დეპარტამენტში მუშაობისთვის საგანგებოდ შეარჩიეს ის პროკურორები და გამომძიებლები, რომელთა მიმართ არც პროკურატურაში და არც რომელიმე სხვა სამართალდამცავ ორგანოში საჩივარი არ შესულა. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის უფროსად პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი დანიშნა, მის მოადგილედ კი პროკურორი კოკა კაციტაძე.

XS
SM
MD
LG